21-02-2020
“ჟურნალისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს“- ასე შეაფასა მედიაწიგნიერებისა და ციფრული მოქალაქეობის საერთაშორისო ექსპერტმა ვიტორ ტომემ მედიის და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას კომისიის საქმიანობა.
მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი, მიიჩნევს, რომ ციფრული მედიის ეპოქაში კომისიის როლი მედიაწიგნიერების განვითარებაში როგორც მედიისთვის ისე საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
“მე ჩამოვედი იმისთვის, რომ მედიაწიგნიერების სფეროში ევროპაში არსებული მდგომარეობა გაგაცნოთ და თქვენთან ერთად განვიხილო სხვადასხვა ორგანიზაციის მუშაობა. მათ შორის გაგიზიაროთ, რას აკეთებს ევროპის საბჭო და ევროკომისია მედიაწიგნიერების მიმართულებით. ასევე გავეცანი თქვენს საქმიანობას და ის, რასაც კომუნიკაციების კომისია და მედიააკადემია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის აკეთებს ჟურნალისტებისთვის და მედია კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, ამ საქმით ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებელს. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ ასევე, მედიაკრიტიკის მიმართულებით, ამით თქვენ ატრენინგებთ, როგორც მედიას ისე მთელ საზოგადოებას. და თუ ამისთვის ვინმე გაკრიტიკებთ, ესეიგი თქვენ საქმეს საუკეთესოდ აკეთებთ. მედიაწიგნიერება არის საჭირო, როგორც მედია ორგანიზაციებისთვის - ისე მომხმარებლისთვის“- ამბობს მედიაწიგნიერების საერთაშორისო ექსპერტი ვიტორ ტომე.