გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება

21-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება და აღნიშნა, რომ ქალაქს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია.


ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის შენობასაც ექნება თავისი დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს - განათლება, მედიცინა ლოჯისტიკა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამ, არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, - ამის შესახებ პრემიერმა ბათუმთან ახლოს “ოცნების ქალაქის” მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930