გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით შერაზადიშვილმა ისტორიკოს ზურაბ ერისთავს ბოლნისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა

21-02-2020


ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ბოლნისის კოლორიტი, ისტორიკოსი ზურაბ ერისთავი ბოლნისის მუნიციპალიტეტის უმაღლესი ჯილდოთი, ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდებით დააჯილდოვა.

 

ზურაბ ერისთავი 1995-1999 წლებში ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად მუშაობდა. 1987 წელს ის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საპატიო ქარვის ჯვრით დაჯილდოვდა.

 

“ზურაბ ერისთავმა დიდი წვლილი შეიტანა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის განვითარებისა და ჩვენი მუნიციპალიტეტის თანამედროვე ისტორიის კვლევის საქმეში.ის ბოლნისის ცოცხალი მემატიანეა, მისი პროფესიონალიზმი და სიყვარული ჩვენი ქალაქისადმი ძალიან დასაფასებელია, ამიტომ მოხარული ვარ, რომ დღეს მას ბოლნისის საპატიო მოქალაქის წოდება მივანიჭეთ. ვიმედოვნებ, რომ ზურაბ ერისთავის ღვაწლი და შემართება ახალგაზრდა თაობებისთვის ერთგვარი სტიმული იქნება “, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930