გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE”-ში საქართველოს მცირე მარნები მონაწილეობენ

12-03-2018

მიმდინარე წლის 11-12 მარტს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ბუნებრივი

ღვინოების საერთაშორისო გამოფენა ,,RAW WINE” (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ. 
გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში წელს „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „ბაბანეურის მარანი“, „ნათენაძის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ეთნო“, „მეღვინეობა ველინო“, „ნიკალას საოჯახო მარანი“, „მეღვინეობა ტიბაანი“ კომპანიებია წარმოდგენილი . 
მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი) გამოფენის ორგანიზატორი .
გამოფენზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ გასულ წლებში აღნიშნულმა გამოფენამ მათ მნიშვნელოვანი იმპორტიორები შესძინა.
საქართველო ,,RAW WINE”-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართომასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930