24-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის Iმიკრორაიონის, მუხიანი IVბ მიკრორაიონის, სოფელი გლდანის, ქერჩის, ვარდისუბნის, გორგულის, ღების, ხანძთის, განთიადის, სვანეთის და სხარტალის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10:30 საათიდან 17 საათამდე გურამიშვილის გამზირის, ავთანდილ ღოღობერიძის, ზესტაფონის, ღრმაღელეს, თამაზ ტოროშელიძის, ცოტნე დადიანის, მექანიზაციის, კნოლევის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, დაისის, სამღერეთის და ინტერნატის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), შეშელიძის, ომარ ხიზანიშვილის, აკაკი ვასაძის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 16 საათამდე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის I კვარტლის, შატილის, ხოშტარიას და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 14 საათიდან 16 საათამდე ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ზღვისუბნის დასახლებისIII მიკრორაიონის I კვარტლის, თემქის დასახლებისIVმიკრორაიონის, სამხედრო დასახლების, მუხიანის დასახლების, ალეკო გობრონიძის, ლერი ლაგურაშვილის, ავშნის, ევგენი ღვალაძის, რეზო გაბაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის, ქობის, ქუჯი ერისთავის, ამირან ბობოხიძის და ავჭალის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა აეროპორტის დასახლების, ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს,14 საათიდან 17 საათამდე კი დიღმის მასივის III კვარტლის და რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.