გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე IPSOS-ის კვლევაზე: „39%-ს ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის?!“

24-02-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მადინარაძე IPSOS-ის კვლევას ეხმაურება.


მდინარაძის თქმით, IPSOS-მა წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის მხოლოდ 18% ამბობდა რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, ახლა რატომღაც 34% თუ 39%-მდე გაიზარდა. 


„ისინი წარმოგვიდგენენ კვლევებს და არ წარმოგვიდგენენ მოსაზრებებს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებას“ 18%; 20%; 25%; 30 %-იანი მხარდაჭერა აქვს. დღეს აღმოჩნდა, რომ მათი კვლევით, 34 და 39%-საც ვეპოტინებით თურმე. თქვენ წარმოიდგინეთ რეალური შედეგი რა არის, რა რეალური რეიტინგი აქვს „ქართულ ოცნებას“ როდესაც ისინიც კი, 34-39%-ზე საუბრობენ. სერიოზულად რომ ვისაუბროთ IPSOS-ის კვლევის შედეგებზე, ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. საინტერესოა, ისევე, როგორც წინა შემთხვევაში - კვლევის შედეგები ფრანგულმა IPSOS-მა გამოაქვეყნა თუ რუსულ-უკრაინულმა IPSOS-მა, რომელმაც წინა შემთხვევაში გვითხრა, რომ ხალხის მხოლოდ 18% ამბობდა რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა. ახლა რატომღაც 34% თუ 39%-მდე გაიზარდა. ზუგდიდის არჩევნების წინ, მათ 18%-იანი ირიბი მონაცემი დადეს. აქედან ალბათ დასკვნა ძალიან მარტივია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები. წინა შემთხვევაში არ გაგვიმხილეს. იქნებ ახლა მაინც გაამხილონ, რომელმა ორგანიზაციამ ჩაატარა საველე სამუშაოები - ნაციონალური მოძრაობის ორგანიზაციებმა თუ რომელიმე სხვა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ“, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930