გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხმაური თბილისის მერიასთან - სამოქალაქო აქტივისტები შენობაში არ შეუშვეს

24-02-2020

ხმაური თბილისის მერიასთან - ადგილზე მოძრაობა "შეცვალეს" წევრები მივიდნენ, რომლებიც მერიაში დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს. სამოქალაქო აქტივისტებს კახა კალაძესთან გასაუბრება სურდათ. მათ "ანას ბაღის" გადასარჩენად ბრძოლისთვის საკუთარი სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.

სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მერიის თანამშრომლებს ბრძანება აქვთ მიღებული. მაქარაშვილის თქმითვე, ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტები მერიის შენობაში არ შეუშვეს.

"არ აინტერესებთ, იმიტომ, რომ ბრძანება აქვთ მიღებული, სამსახურიდან გაყრიან და ყურს აუწევენ. უნდა მოგვეთხოვა მერთან შეხვედრა განცხადებით, ანუ განცხადება - ბატონო მერო ვითხოვთ შეხვედრას. ამ განცხადებაზე მერიაში აღარ გვიშვებენ. ხმაური ატყდა მას შემდეგ, რაც უარი გვითხრეს ერთს, ორს, სამს. წყნარად, მშვიდად მივდიოდი, არ შეგიშვებთო. მაგის მერე ატყდა ხმაური, თორემ მერიაში რომ აღარ გიშვებენ ხო ხვდებით როგორ ეშინიათ? რა დონის შიში აქვთ, რომ მერიაში მოქალაქეებს აღარ უშვებენ, დამთავრებულია ყველაფერი," - აცხადებს გიგა მაქარაშვილი.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930