გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული დეპუტატის საქმე - ჯიშკარიანის ადვოკატის თქმით, დაზარალებული სასამართლოზე გამოკითხვას თავს არიდებს

25-02-2020

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმე საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვით გრძელდება.

თამთა თოდაძის უფლებადამცველის განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელია და პროცესზე გამოკითხული მოწმეები ილია ჯიშკარიანის ბრალეულობაზე მიუთითებენ. 

"გაიმართება სასამართლო სხდომა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან. სავარაუდოდ აღნიშნული მხარე მოიყვანს მოწმეებს, რომლებსაც მიღებული აქვთ მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში.

მოწმეები, რომლებიც დაიკითხებიან, კიდევ ერთხელ დაადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მოხდა დანაშაული თამთა თოდაძის მიმართ," - აცხადებს თამთა თოდაძის ადვოკატი თამუნა ლუკავა.

ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით კი, თამთა თოდაძე სასამართლოს წინაშე გამოცხადებას და დაკითხვის პროცესს თავს არიდებს.

"ილია ჯიშკარიანის ბრალდების საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. ჩვენთვის უცნობია, რომელ მოწმეს წარმოადგენს ბრალდება დასაკითხად, ახლოვდება თამთა თოდაძის დაკითხვის დღეც, ის მოტივირებულია, რომ არ დაიკითხოს ძალიან სწრაფად ანუ უახლოეს პროცესებზე. ასევე გავრცელდა ინფორმაცია მისი მკურნალობის შესახებ, რომელიც თითქოს ჩემი საუბრიდან გამომდინარე დასჭირდა," - აღნიშნა ილია ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930