25-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა მეტრო „ნაძალადევი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ცოტნე დადიანის II კვარტლის, ცოტნე დადიანის, ხევსურეთის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, კავთისხევის, ჭყონდიდელის, სვანეთის, ალექსანდრე მრევლიშვილის, წიკლაურის, ჩაქვის, მანჯგალაძის, დეპოს, საყვირის, კოხრეიძის, წმინდა მელქისედეკ I, თამარაშვილის, ქართლელიშვილის, ნიკო მარის, კამალოვის, ქებურიას, კისისხევის, ძმობის, წაღვერის, ურიდიას, წრომის, ბიჩინაშვილის, სააკაძის, საჭილაოს, გომბორის, ლიკანის, მესხიშვილის, სუმბათაშვილ-იუჟინის, გულრიფშის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 17 საათამდე სოფელი დიდი ლილოს, ზემო ალექსეევკის დასახლების და ქართველიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 16 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ფიროსმანის, ფალიაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლები,11 საათიდან 18 საათამდე ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 14 საათამდე ივანე ჯავახიშვილის, ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, მარჯანიშვილის, კლდიაშვილის, წინამძღვრიშვილის და ხუდადოვის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 14 საათიდან 17 საათამდე რობაქიძის ქუჩის მაცხოვრებლები.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვაზისუბნის დასახლების და დავით კვაჭანტირაძის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 15 საათამდე ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე ძმები კაკაბაძეების ქუჩის მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი ორთაჭალის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.