გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გეგმები განიხილა

25-02-2020

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს შეინ როზენტალს უმასპინძლა და მასთან განათლების სხვადასხვა საფეხურზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.


შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა პროფესიული განათლების განვითარება და ამ მიმართულებით აზიის განვითარების ბანკის ჩართულობა გახლდათ. მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვალიფიციური კადრების მომზადება, რაც დასაქმებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული. პროფესიული განათლების მიმართულებით სამინისტრომ საკანონმდებლო ცვლილებები უკვე განახორციელა, ამ ეტაპზე კი არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის კვალიფიციური პედაგოგების მოზიდვაზე, ინტეგრირებული პროგრამების განხორციელებაზე, ინგლისური ენის სწავლების კომპონენტის გაძლიერებაზე და სხვა.


თავის მხრივ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა დახმარება აღუთქვა მინისტრს პროფესიული განათლების განვითარების პროცესში და აღნიშნა, რომ ბანკი მზად არის ამ მიმართულებით, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930