25-02-2020
დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას განაჩენი ცნობილია. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.