25-02-2020
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან დავითაშვილმა, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესთან და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო რაიონში დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგოგების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ვაზისუბანი მე-8 ლეგიონში 24 პროექტი ხორციელდება.
მათ შორის, 6 მისამართზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო 18 მისამართზე პროექტები მიმდინარე ეტაპზეა.
ვაზისუბნის დასახლების N10 კორპუსში მოეწყო ბრტყელი სახურავი და წყალსაწრეტი მილები. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 67 826 ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, წყალომომარაგებისა და წყალარიანების შიდა გაყვანილობის რეაბილიტაცია ჩატარდა ვაზისუბნის დასახლების N 2-ა კორპუსში, რომლის ღირებულებამ 24335 ლარი შეადგინა.