გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“

25-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო სამუშაო შეხვედრაში „მწვანე ეკონომიკა და ზრდის ახალი შესაძლებლობები მცირე და საშუალო საწარმოებისათვის საქართველოში“. შეხვედრა პროგრამის „ევროკავშირი გარემოსთვის“ (EU4Environment) ფარგლებში გაიმართა.


მისასალმებელ სიტყვაში, ეკატერინე მიქაბაძემ ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა ეკო - ინოვაციები წარმოებაში და რესურსეფექტური და სუფთა წარმოება საქართველოს საწარმოებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ნაყოფიერად თანამშრომლობს პროგრამასთან „ევროკავშირი გარემოსათვის“ მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის კუთხით. „ეკო-ინოვაციების და რესურეფექტური და სუფთა წარმოების განვითარება საშუალებას მოგცემს გვქონდეს ეკონომიკური განვითარების მდგრადი მოდელი. მწვანე ეკონომიკის განვითარება ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედების რისკებს. მან უნდა დააჩქაროს სუფთა წარმოების და მოხმარების პრაქტიკის დანერგვა, მოიზიდოს მწვანე ინვესტიციები და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ეკატერინე მიქაბაძემ გამოყო მწვანე ეკონომიკის პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა განახლებადი ენერგიების ათვისება, მწვანე შენობები, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი და სხვ. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მუშაობს ევროკავშირის ენერგო ეფექტურობის დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანისთვის. ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა მოიცავს სამ მნიშვნელოვან კანონს, ესაა:


კანონი ელექტრო მოწყობილობების ეტიკეტირების შესახებ; კანონი შენობების ენერგო ეფექტურობის შესახებ და ე.წ. ჩარჩო-კანონი ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებით - კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ. ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სამრეწველო საწარმოებისთვის ენერგო ეფექტურობასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრულად ამოქმედება 2023 წლიდან იგეგმება. მისი თქმით, ყოველივე ამის შედეგად, ქართულ საწარმოებს გარკვეულ ვალდებულებებთან ერთად დიდი შესაძლებლობებიც მიეცემათ რეალურად დანერგონ და განახორციელონ რესურს ეფექტური და სუფთა წარმოება, ხოლო ამის შედეგად, აამაღლონ საქონლის კონკურენტუნარიანობა და გაზარდონ საკუთარი შემოსავლები.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, აგრეთვე ევროკავშირის, გაეროს, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930