25-02-2020
ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყდნობით საერთაშორისო გამოცემები აქვეყნებენ.
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნული ცნობები მედიასთან დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალჩინოსანი ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.