გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხეში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს

25-02-2020

ახალციხეში საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს, ღონისძიება ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა. ახალგაზრდებმა იმ დროინდელი ტრაგიკული მოვლენები და საბჭოთა ოკუპაციის დროს დაღუპული ქართველი იუნკერები გაიხსენეს.


საღამოს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქართველ იუნკერთა ხსოვნას. ღონისძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია.


1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.


დღეს, აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930