26-02-2020
„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლებს სურთ შექმნან იმიჯი, რომ მხოლოდ მერაბიშვილია დამნაშავე და ყოფილი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან დიალოგი და გაერთიანება მათთვის დასაშვებია.
„ბოლო ხანებში, ამ დაჯგუფების გარკვეული ნაწილი, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, როდესაც მერაბიშვილზეა საუბარი, ამბობენ, რომ არ გვინდა მერაბიშვილი. მათ უნდათ შექმნან იმიჯი, რომ მერაბიშვილი იყო ყველაფერი. ვითომ სააკაშვილი, ბოკერია, სხვები, არაფერ შუაში არ იყვნენ და ის არის მხოლოდ დამნაშავე. ასეთი აბსურდი, ასეთი ამორალობა პირველად ვნახე ცხოვრებაში“ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სისტემური დანაშაული აისახება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში, ცინიზმში, ღირსების შელახვაში და წამებაში.
„არსებობს ოფიციალური მონაცემები. 2014 წელს პარლამენტში ჩვენ დადგენილებაც მივიღეთ სისტემურ დანაშაულთან დაკავშირებით. 170 ადამიანამდე არის მოკლული ქუჩაში, ეს არის მერაბიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ჩადენილი. 2009-2012 წლების განმავლობაში 409 მილიონი ლარი წაართვეს ადამიანებს საპროცესო შეთანხმებებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით, ნოტარიუსის მეშვეობით ქონებების გადაფორმებით, ჯარიმებით და უარავი სხვა გზით. მხოლოდ მკვლელობებით ხომ არ შემოიფარგლება სისტემური დანაშაული. ეს დანაშაული აისახება ადამიანების მიმართ დამოკიდებულებაში, ცინიზმში, ღირსების შელახვაში, წამებაში. 2013 წელს გამოქვეყნდა გაეროს ანალიზი სოციალური შედეგების. 83 ოჯახი დატოვეს მათ უსახლკაროდ. ეს ადამიანები ახლა ჩვენი მოსავლელია. ასეთ დღეში ჩააყენეს მათ სახელმწიფო“,-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.