გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციურ საავადმყოფოში 6 პაციენტი მოათავსეს

26-02-2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ამჟამად 10 პაციენტი იმყოფება. მათგან 6 კლინიკაში, ვირუსის სიმპტომებით რამდენიმე საათის წინ მოათავსეს. მათ შორის არიან საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანისა და ჩინეთის მოქალაქეები. დიდი ალბათობით, არცერთ მათგანს ახალი ვირუსი არ აქვს, თუმცა საბოლოო პასუხი ანალიზების შემდეგ გახდება ცნობილი. ვირუსოლოგების ამბობენ, რომ რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. არ არის გამორიცხული ხელისუფლებამ საზღვრებზე პრევენციული კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცროს.

"კლინიკური და წინასწარი მონაცემებით, არცერთი მათგანის დაავადება არ ჰგავს ახალი კორონავირუსით ინფექციას. გადამწყვეტი მაინც ყოველთვის არის სპეციფიკური ტესტი," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930