გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია

26-02-2020

თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“-ს ფარგლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ იმპორტის მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.


„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“ -აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.


PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის მთლიანმა მაჩვენებელმა 2019 წელს 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა და წინა წელთან 3 პროცენტიანი ზრდა გვაქვს.


„ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებში დადებითი ტენდენცია გვაქვს, 12 %-ით გაზრდილია ექსპორტი. იმპორტი კი 1 %-ით შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს სავაჭრო ბალანსზე ნახევარ მილიარდიანი შემცირებით გამოიხატა, რაც, ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.


კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020“-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930