გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა

26-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან სამუშაო თათბირი გამართა.


წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს ხანში რეაგირებას მოითხოვს.


განიხილეს სოფლებში ტრანსპორტირების, გზების წმენდის, სასმელი წყლის სისტემის და გარეგანათების მოწესრიგების საკითხები, ასევე ისაუბრეს ნაპირსამაგრი სამუშაოების, მდინარის კალაპოტის წმენდის და მიწის რეგისტრაციის შესახებ.


ონის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, წარმომადგენლები განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ სოფლებში მიწის დარეგისტრირების საკითხს და ეს უნდა მოხდეს კანონის სრული დაცვით.


ემზარ საბანაძემ გასული წლის მსგავსად მიმდინარე წელსაც დააანონსა ინტენსიური შეხვედრები სოფლების მოსახლეობასთან პრობლემური საკითხებზე დროული რეაგირების მიზნით.


თათბირს ასევე ა(ა) იპ ონის მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ხელმძღვანელი ნონა ბაკურაძე ესწრებოდა, რომელმაც წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების მონიტორინგთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მისცა და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930