26-02-2020
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის მახლობლად ხანძარია.
როგორც NSP.GE-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემოსულია შეტყობინება, სოფელ მატნის სიახლოვეს ტყიდან ამომავალი კვამლის შესახებ, ორი ეკიპაჟია მობილიზებული. რთული რელიეფია გამო ფეხით ადგილზე ავიდა, ათამდე მეხანძრე-მაშველი, იწვის 3 ჰექტარამდე ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი.