26-02-2020
ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ოპოზიციას და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების შესაძლებლობების ფანჯარა ნელნელა იხურება.
მისივე თქმით, გუშინდელ არაფორმალურ შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრებმა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს.
„მომდევნო შეხვედრის თარიღი ჯერჯერობით არის შეთანხმებული, თუმცა ამის შესაძლებლობა არსებობს, როგორც მოგეხსენებათ, როგოც მე ასევე სხვა შუამავლები ვმუშაობთ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, როგორც ადრე აღვნიშნე შესაძლებლობების ფანჯარა ნელნელა იხურება. იმედი მაქვს სასურველი შედეგების მიღწევა მოხდა. გუშინდელ შეხვედრაზე დიალოგის ფორმატი არ იყო თუმცა მხარეებმა ისაუბრეს მნიშვნელოვან საკითხებზე“, - განაცხადა ჰარცელმა.