26-02-2020
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილი მინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ, ის აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი საქართველოში დაბრუნდება.