გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"ეგ ისეთი მამაძაღლი ჩანს, უთუოდ დიდი კაცი დადგებაო..." - ილია ჭავჭავაძის და სტალინის შეხვედრის უცნობი ეპიზოდები

26-02-2020

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და იო­სებ სტა­ლი­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად არა­ერ­თგვა­რო­ვან რე­აქ­ცი­ას იწ­ვევს...

ფი­ლო­ლო­გი მა­დი­ნა კარ­ტო­ზია AMBEBI.GE-ს ამ ორი ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და შეხ­ვედ­რის რამ­დე­ნი­მე ეპი­ზოდს უამ­ბობს, მათი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბის ნა­ამ­ბობ­ზე დაყ­რდნო­ბით...

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, ილი­ამ თა­ვის "ივე­რი­ა­ში" 1895 წელს ხუთი ლექ­სი და­ბეჭ­და, რო­მელ­თა შო­რის, ჯუ­ღაშ­ვი­ლის ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი "ვარდს გა­ე­ფურ­ჩქნა კო­კო­რი" იყო.

ისიც ცნო­ბი­ლია, რომ 1895 წლის 22 ოქ­ტომ­ბერს რა­ფი­ელ ერის­თა­ვის სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს იმ­ხა­ნად დამ­წყე­ბი პო­ე­ტი იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წა­ი­კი­თხა ლექ­სი "თ.რ.ერის­თა­ვი­სას". ილია სა­ი­უ­ბი­ლეო კო­მი­ტე­ტის წევ­რი გახ­ლდათ და სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ახალ­ბე­და პო­ე­ტი იქ მისი უშუ­ა­ლო რე­კო­მენ­და­ცი­ით მოხ­ვდა.

ამ­ბო­ბენ, შემ­დეგ მათი გზე­ბი გა­ი­ყოო, თუმ­ცა ამ მო­საზ­რე­ბას რამ­დე­ნი­მე მო­გო­ნე­ბა აბა­თი­ლებს...

კერ­ძოდ, ილი­ას ყო­ფი­ლი მზა­რე­უ­ლი მაქ­სი­მე მეტ­რე­ვე­ლი იგო­ნებ­და (ჩა­ი­წე­რა ილი­ას სახლ-მუ­ზე­უ­მის თა­ნამ­შრო­მელ­მა შალ­ვა მარ­კო­ზაშ­ვილ­მა. სა­ვა­რა­უ­დოდ, პირ­ვე­ლად გა­მო­აქ­ვეყ­ნა გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვილ­მა წიგნ­ში "ილი­ას ფე­ნო­მე­ნი" 2007 წ.):

"ერთ დღეს, რო­დე­საც მე წყა­როს­თან ახ­ლოს ბოსტნე­ულს ვარ­ჩევ­დი, იქვე იყ­ვნენ სა­გუ­რა­მო­ე­ლი გლე­ხე­ბიც, რომ­ლე­ბიც ილი­ას ესა­უბ­რე­ბოდ­ნენ. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, გა­მოჩ­ნდა ჩვენ­სკენ მო­მა­ვა­ლი იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლი. ილი­ამ გლე­ხებს უთხრა: ამ ყმაწ­ვილ­თან მარ­ტო დამ­ტო­ვეთ, უნდა ვე­სა­უბ­როო. გლე­ხე­ბი იქა­უ­რო­ბას მოს­ცილ­დნენ და მეც გან­ზე გავ­დე­ქი.

სოსო ახ­ლობ­ლუ­რად მი­ე­სალ­მა ილი­ას, მაგ­რამ წყა­როს ხმა­ურ­ში მათი სა­უ­ბა­რი არ მეს­მო­და. მათ კარ­გა ხანს ილა­პა­რა­კეს, მერე წას­ვლის წინ სტუ­მარ­მა წყა­ლი და­ლია, ილი­ას გა­მო­ე­თხო­ვა და დაღ­მარ­თზე და­ეშ­ვა. ილია გლე­ხებ­თან ახ­ლოს მი­ვი­და და უთხრა: "ხომ შე­ხე­დეთ იმ ყმაწ­ვილს? სა­ხით არა­ფე­რია, მაგ­რამ ისე­თი მო­აზ­როვ­ნეა, თუ დას­ცალ­და, მსოფ­ლი­ო­ში სა­ხელს გა­ით­ქვამ­სო" მერე კი და­უ­მა­ტა: "ეგ ისე­თი მა­მა­ძაღ­ლი ჩანს, რომ უთუ­ოდ დიდი კაცი დად­გე­ბა და ღმერ­თმა ქნა­სო" - გვიყ­ვე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი მა­დი­ნა ილი­ას ყო­ფი­ლი მზა­რე­უ­ლის მო­გო­ნე­ბას.

ფი­ლო­ლო­გი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში კი­დევ ერთ ეპი­ზოდს იხ­სე­ნებს:

"1987 წელს ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ილი­ას და­ბა­დე­ბი­დან 150 და ტრა­გი­კუ­ლად გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 80 წლის­თავს აღ­ნიშ­ნავ­და. შემ­თხვე­ვით კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რის, აკა­დე­მი­კოს იური კა­ჭა­რა­ვას სა­უ­ბარს შე­ვეს­წა­რი. ბა­ტო­ნი იური ყვე­ბო­და ამ­ბავს, რო­მე­ლიც თა­ვად დემ­ნა შენ­გე­ლა­ი­ას­გან მო­უს­მე­ნია. შემ­დგომ­ში იგი­ვე მო­გო­ნე­ბა ბა­ტონ­მა გუ­რამ ყო­რა­ნაშ­ვილ­მა თა­ვის წიგნ­ში "ილი­ას ფე­ნო­მე­ნი" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ხნი­ერ კაცს ბა­ტონ დემ­ნა­სათ­ვის უამ­ბნია: "მე ილი­ას­თან და­რა­ჯად ვმუ­შა­ობ­დი. ერთ დღე­საც ილი­ამ და­მა­ვა­ლა გზად სა­გუ­რა­მოს­კენ ერთ კაცს დავ­ხვედ­რო­დი, რო­მე­ლიც ილი­ას­თან ღა­მით უნდა მო­სუ­ლი­ყო. დავ­ხვდი სტუ­მარს და ილი­ას­თან მო­ვა­ცი­ლე. თა­ნაც და­მა­ვა­ლეს - არ­სად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­უ­ბა­რი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. უკვე შუ­ა­ღა­მეს გა­დას­ცდა, რო­დე­საც ილი­ას მე­უღ­ლე ოლღა შე­წუხ­და და ქმრის კა­ბი­ნეტ­ში შე­ი­ხე­და. მას ოლ­ღას­თვის უნიშ­ნე­ბია, გა­სუ­ლი­ყო. თან, უთ­ქვამს: ნუ შე­მოხ­ვალ, სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ლა­პა­რა­კო გვაქ­ვსო. სა­უ­ბა­რი გაგ­რძელ­და გა­რიჟ­რა­ჟამ­დე.

სტუ­მა­რი მე გა­ვიყ­ვა­ნე სოფ­ლი­დან და გზამ­დე ჩა­ვა­ცი­ლე. შემ­დეგ­ში, რო­დე­საც სტა­ლი­ნის სუ­რა­თი ვნა­ხე, ად­ვი­ლად ვი­ცა­ნი მას­ში ილი­ას მა­შინ­დე­ლი სტუ­მა­რი... რა სა­კი­თხზე სა­უბ­რობ­და ეს ორი ქარ­თვე­ლი, ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რია. ფაქ­ტი ერ­თია, დრომ, ეპო­ქამ, მათი გზე­ბი გა­ყა­რა..."

ambebi.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930