გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს

26-02-2020

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საქართველოში კონკურენტუნარიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოყო, მათ შორის საწარმოთა კონკურენტუნარიანობა.


„საწარმოთა კონკურენტუნარიანობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორზე დაფუძნებული ეკონომიკისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ძალიან გაუმჯობესდა ფინანსების ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმჯობესდა კომუნიკაციის საშულებებზე წვდომა. ასევე აღსანიშნავია რეფორმები, რომლებიც მიმართულია მეწარმეების აქტიურობის ხელშეწყობაზე და ყოველივე ეს გამოიწვევს სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.


მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის განცხადებით, კონკურენტუნარიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება ქვეყნის კონკურენტუნარიანობის დონეა, რაშიც საქართველო წარმატებული ქვეყანაა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც მოწმობს.


„ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო რეიტინგებში ინდექსების გაუმჯობესებას - ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო 119 ქვეყნიდან მეშვიდეა. რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო 99-დან 74-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველო ასევე წარმატებულია მთავრობის შეფასების მაჩვენებლებში და ქვეყანა კვლავ ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია“, - აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930