26-02-2020
ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. საქმეს ახალი მტკიცებულებები დაემატა და მხარეებმა მათი შესწავლისთვის დრო ითხოვეს.
გარდაცვლილი მოზარდის, ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, არსებობენ მოწმეები, რომლებიც ჩოლოიანის მხრიდან კანონდარღვევას ადასტურებენ, ხოლო საწინააღმდეგოს ამტკიცებს ბრალდებულის ადვოკატი. ჩოლოიანი კლინიკაში იმყოფება.
ცნობისთვის, 12 თებერვალს მარიანა ჩოლოიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს, ხოლო ბრალი 19 დეკემბერს წარუდგინეს.