საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მას თავად პრემიერი ხელმძღვანელობს.
პრემიერმა ყველა უწყების წარმომადგენლებისგან ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
საგანგებო-საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრის შედეგად, ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, საჰაერო მიმოსვლასთან ერთად, ირანიდან სახმელეთო გზით შემოსვლა შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ ირანულ მხარეს შესაბამისი არხების მეშვეობით უკვე ეცნობა.