27-02-2020
ე.წ მატროსოვოს ციხე რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ჯონი ივანიშვილმა დატოვა.
პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ივანიშვილი 6 წელი და 9 თვე ე.წ მატროსოვოს ციხეში იჯდა.
მან ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.
ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ.