27-02-2020
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სპორტული კარიერის განმავლობაში.
როგორც ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა“ დაწერა, შარაპოვამ ჯამში 325 მილიონი დოლარი მიიღო, აქედან 38 მილიონი დოლარი უშუალოდ საჩოგბურთო ტურნირებზე თამაშისას გამოიმუშავა.
ამ მაჩვენებლით, რუსი ჩამორჩება მხოლოდ ამერიკელ სერენა უილიამსს, რომელსაც 350 მილიონი დოლარი აქვს მოპოვებული.
32 წლის შარაპოვამ 26 თებერვალს დაასრულა კარიერა. ის „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონია და შესრულებული აქვს კარიერული „დიდი სლემი“.