27-02-2020
თბილისში, მეტროსადგურ "ისანში" ქალი გარდაიცვალა. ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.
ამის შესახებ ინფორმაცია nsp.ge-ს სასწრაფო სამედიცინო სამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილს გარე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.