გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფის საბაჟოზე ირანის მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს

27-02-2020

კორონავირუსთან დაკავშირებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საეჭვო პირები მოწმდებიან. როგორც საბაჟოზე მგზავრებმა განაცხადეს, შემოწმების შემდეგ ირანის ერთ მოქალაქეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს. მათი თქმით, ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოწმდებიან.


"ჩემთან ერთად საზღვარზე ირანის მოქალაქეც იყო. ვიდრე კონტროლს გავივლიდი, ის უკან გააბრუნეს. დავინახე, რომ საქართველოში შემოსვლის საშუალება არ მისცეს. ძირითადად უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ამოწმებენ. პირბადეებით არიან მებაჟეები. იქ ასევე იმყოფებიან ექიმები", - აცხადებენ საზღვარზე.


საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930