ამის შესახებ მისი ვიდეო ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოს საიტებზეა გამოქვეყნებული.
"დიახ ჩემი ტესტის პასუხები დადებითია და მე კორონავირუსი დამიდგინდა, არ ღირს აღელვება. ახლა კარანტინში ვიმყოფები. ღმერთმა ქნას ჩვენმა ხალხმა კორონავირუსი დაამარცხოს",-აცხადებს ზულნური ვიდეომიმართვაში.
მოჯტაბა ზულნური კუმის ოლქის დეპუტატია, სადაც ამჟამად კორონავირუსის ბევრი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობსითვის, მანამდე კორონავირუსი ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ირაჯ ჰარირჩისა და პარლამენტარ მაჰმუდ სადეკის დაუდასტურდათ.