გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი: მე ვთვლი, რომ ჩემი ვალია სასწრაფოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები

27-02-2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი პოლონეთში ყოფნისას პოლონეთის სეიმის წევრს, მარგოვჟატა გოშიეცკას შეხვდა.


შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრმა გოშიეცკასთან ერთად ბრიფინგი გამართა.


მერაბიშვილი თვლის, რომ მისი ვალია სასწრაფოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები გათავისუფლდნენ და ის ადამიანები დაიცვას, რომელთა მიმართაც აღძრულია გარკვეული საქმეები, ასევე პოლიტიკური ნიშნით.


„სამწუხაროდ მე არ ვარ ერთადერთი ადამიანი, რომელიც გახდა მსხვერპლი პოლიტიკური დევნის. თითქმის ყველა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ არის აღძრული საქმე და სხვადსხვა ტიპის დევნა მიმდინარეობდა. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არ ეძლევა საშუალება საქართველოში ჩამოსვლის და პოლიტიკაში ჩართვის. ყოფილი თბილისის მერი, გიგი უგულავა უკვე მესამედ იქნა დაპატიმრებული, სადღაც 20 დღის წინ, ამ დროისთვის მიმდინარეობს თითქმის ყოველ დღე სასამართლო პროცესების სხვადასხვა პოლიტიკოსების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ეს არა რის მხოლოდ ჩემი მოსაზრება ამას იზიარებენ ჩვენი კოლეგები ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.


მე ვთვლი, რომ ჩემი ვალია სასწრაფოდ გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და ის ადამიანები დავიცვათ რომლების მიმართაც აღძრულია გარკვეული საქმეები. დღეს საქართველოში მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებულია, რაც ძალიან კარგია ჯერ ვერ ჩავერთე ამ პროცესებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა რამოდენიმე კვირაში აუცილებლად ჩავერთვები და შევიტან ჩემს წვლილს ოპოზიციასთან ერთად“, - განაცხადა მერაბიშვილმა.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930