28-02-2020
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ჭელიძის, ქართველიშვილის(ნაწილობრივ), ეკა ბეჟანიშვილის, თმოგვის, ქსოვრელის, დიდი-ჯიხაიშის, ზედაზენის,ილურიძის, იმერეთის, ლომთათიძის, ილორის და სვირის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 18 საათამდე კი ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალას,სოფელი ჭალას, მარნეულის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის და სოღანლუღის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას ახვლედიანის და გიორგი მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლები, 10:30 საათიდან 16 საათამდე აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის, ავლიპ ზურაბიშვილის, ნოსირის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, კობარეთის, ელიზბარ და ვლადიმერ უბილავების ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 18 საათამდე კი დაბა ტაბახმელას, გუმბრის, სამრეკლოს, ბუხაიძის, კუმისის, ტირიფონის, თვალჭრელიძის, ურიცკის, ბარაკონის და ჯორჯაძის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა ფხოვის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 15 საათამდე დიდი დიღმის I მიკრორაიონის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალეს, სტანისლავსკის, პეტრე იბერის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.