გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ

28-02-2020

ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ახლობლების ინფორმაციით, მას თავს ორი მამაკაცი დაესხა, სახეში ჯერ გაურკვეველი ნივთიერება შეასხეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ზვიად კუპრავა შემთხვევის ადგილიდან სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-მ გამოძიება ჯგუფურ ძალადობის მუხლით დაიწყო.

"ძალიან დიდი დაზიანება აქვს მიღებული თავზე. რა თქმა უნდა, პოლიტიკურია თავიდან ბოლომდე. ბიძინა ივანიშვილს და გახარიას,  ყელში აქვს გაჩხერილი ზვიად კუპრავა. ის ვერ დააშინეს და ვერც დააშინებენ ესეთი ფაქტებით,“ - აცხადებს ზვიად კუპრავას მეუღლე, ხატია თორდია.

ზვიად კუპრავაზე თავდასხმას ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა. 

"ივანიშვილს არაფერი არ გამოასწორებს და ჩვენ ვიცით, რომ ზვიადი ძალიან აქტიური იყო და რამდენიმე აქცია ჰქონდა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული ბოლო დღეების განმავლობაში. პარალელურად, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან და სკანდალურ გამოძიებას აწარმოებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე,“ - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

საკუთარი ვარაუდები აქვს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელს. გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ზვიად კუპრავას თავს ხელისუფლების დაკვეთით დაესხნენ.

"ბიძინა ივანიშვილის სახლიდან უნდა მოგვეწყო აქცია-პერფორმანსი. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოგვეცხადებინა ამ ქვეყნის მთავარ კორონავირუსად. მანამდე, კი ოფისში ვსაუბრობდით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ბიზენსის შესახებ, მისი და მისი დის ბიზნესის შესახებ. საუბარია ცაციაშვილების ბიზნესზე და ასევე რამდენიმე ასეულ ადამიანზე, რომლებიც ამ ბიზნესის გამო დაზარალდნენ. ამიტომ ვვარაუდობ მე, რომ ეს თავდასხმა იყო რეჟიმის, ტიტუშკების მიერ ორგანიზებული,“ - ამბობს გიორგი კაპანაძე.

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930