გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მუნიციპალიტეტის მერი ცალკეულ სტრუქტურული ერთეულებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს

28-02-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ, მოადგილესთან ეკა მაისურაძესთან ერთად განათლებისკულტურისსპორტისახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრის მიზანი მერიაში ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის სამოქმედო გეგმის განხილვა იყო.


სამსახურის უფროსმა მანანა ჩაგელიშვილმა დებულებიდან გამომდინარე სამსახურებრივი ფუნქციის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ სისტემატურად ახორციელებს სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს.

ასევე თითოეულმა თანამშრომლმა სამსახურებრივი ფუნქციების და ვალდებულების შესახებ ისაუბრა.


ემზარ საბანაძემ განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2020 წელს მეტი ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას.


მერის მოადგილის ეკა მაისურაძის განცხადებით, აღნიშნიული სამსახური მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, მუშაობს შეფერხების გარეშე და კიდევ მეტი საინტერესო ინიციატივების და აქტივობების განსახორციელებლად ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.


მერის ინდივიდუალური შეხვედრები ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებთან ეტაპობრივად უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930