28-02-2020
"პირს რომელსაც დაუდგინდა ახალი კორონა ვირუსი, იყო ახალგაზრდა ქალი 31 წლის, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა ჯგუფთან ერთად, მისი თავდაპირველი მდგომარეობა იყო უსიმპტომო, ეს კი ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს. ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებამდე მას 6 ან 7 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი და ამ დროისთვის მიმდინარეობს ამ პირების მოძიებითი სამუშაოები. პაციენტის მდომარეობა სტაბილურია", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 34 პაციენტი, ხოლო კარანტინში იმყოფება 81 მოქალაქე.