28-02-2020
კორონავირუსის (COVID19) გავრცელების და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ-კონგი, ირანი, იტალია, კორეის რესპუბლიკა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები. გთხოვთ იხილოთ ბმული: https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/situation-reports
საქართველოს მოქალაქეებს, ვინც უკვე იმყოფება ამ ქვეყნებში, მოვუწოდებთ, დაიცვან ადგილობრივი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და დაიცვან ჰიგიენის დადგენილი წესები. აღნიშნულ ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, კერძოდ:
საქართველოს მოქალაქეების და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირების გარდა:
საქართველოს მოქალაქეები და დროებითი ბინადრობის უფლების მქონე პირები:
აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის შემთხვევაში ავტომობილების მძღოლებს შეეხებათ იგივე პროცედურები და წესები, რომლებიც ჩამოთვლილია ფიზიკური პირების ნაწილში (ნაწილი 1).
საქართველოში დაშვებულია ნებისმიერი მესამე ქვეყნის საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის მიმართულებით. არ არის დაშვებული მესამე ქვეყნების საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა საქართველოს ტერიტორიის გავლით ირანის ტერიტორიიდან საქართველოში, ან მესამე ქვეყნებში.
კორონავირუსის გავრცელების პირობებში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა:
https://www.facebook.com/mohgovge/videos/901801983598905/
https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public
https://www.who.int/ith/Repatriation_Quarantine_nCoV-key-considerations_HQ-final11Feb.pdf?ua=1