გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საზღვრებზე რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების მიმართ 24 საათიანი კონტროლი მიმდინარეობს

1-03-2020

შინაგან საქმეთა სამინიტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ.

სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, მესაზღვრეს აქვს წინასწარი ინფორმაცია ქვეყანაში შემომსვლელი მგზავრის გადაადგილების შესახებ, გარდა ამისა,მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე ადგილზეც ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხდება ადგილზე მყოფი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც დამატებით, შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში შემომსვლელი მგზავრი ბოლო ორი კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდა ოფიციალურად განსაზღვრულ რისკ ჯგუფის ქვეყანაში, მისი მონაცემების გადაცემა სხვა დანაყოფებისთვის არ ხდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930