გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თბილისის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

2-03-2020

დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შუეწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტლების, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების Xა კვარტლის, ხეხილსანერგე მეურნეობის, მუხიანის აგარაკების, ავჭალის სამხედრო დასახლების, ერისთავის, ლურჯქედის, ლაგურაშვილის, იალბუზის, არბოშიკის, იორის, სამასი არაგველის, ბოდბეს, ლუსინიანის, მინდელის, ანჯაფარიძის, საგუბარის, რჩეულიშვილის, რომელაშვილის, გაბაშვილის, ირემაშვილის, ჩარგლის, ხვანჭკარის, მაღალაშვილის, ტყიბულის, ქუთათელაძის, ჟღენტის, ინტერნატის, წერონისის, სამღერეთის, ხუდადოვის და ფილიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას იერუსალიმის მოედნის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბელიაშვილის, ბოხუას, კოტე აფხაზის, ლესელიძის, ღვინის, თუმანიანის, ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, ამაღლების, შინდისის, ავთანდილის, ოქროყანის, სავანელის, მესხის, გერგეთის, შხეფის, ასათიანის, წავკისის, საიათნოვას, ბერიძის, თორეთის, წინანაურის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლები, 13 საათიდან 15 საათამდე წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლები, ხოლო 11 საათიდან 13 საათამდე მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ნოზაძის, შეშელიძის, ხევძმარის, ახმეტელის, გობრონიძის, კორინთას და ბრონშტეინის ქუჩების მაცხოვრებლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930