2-03-2020
ნიუ-იორკში ძლიერი ქარისა და ზამთრის შტორმის გამო, ერის ტბის მიმდებარედ სახლები ყინულით დაიფარა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
ტბასთან წარმოქმნილმა ძლიერმა ქარმა ნაპირზე მაღალი ტალღები გადაისროლა, რომელიც მომენტალურად გაიყინა. ყინულმა სრულად დაფარა სახლები და სხვა ნაგებობები.
ფოტოები ფილმ „გაყინულის“ ეპიზოდს მოგაგონებთ. სანახაობა მართლაც სიურეალისტური და უჩვეულოა, თუმცა მცხოვრებლები შეშფოთებული არიან, რადგან ყინულმა შესაძლოა, სახლების სტრუქტურა დააზიანოს.