გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონის მერმა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

2-03-2020

ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ მოადგილეებთან ერთად მერიის სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე შპსონის სერვის ცენტრისხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე ესწრებოდა.შეხვედრის დასაწყისში საუბარი შეეხო ახალ COVID-19 ინფექციის გავრცელების საწინააღმდეგოდ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა დაწესებულებებში, პრევენციული სადეზინფექციო ღონისძიებების ჩატარების საკითხს.ემზარ საბანაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად მიიღებს და გაითვალისწინებს საქართველოს მთავრობის და შესაბამისი სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს.


შეხვედრაზე სამსახურის უფროსებმა ისაუბრეს გასულ პერიოდში შესრულებული სამუშაოების და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ.


განიხილეს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხი.

ასევე ისაუბრეს ბოლო პერიოდში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ, რომელიც რეკომენდაციის შესაბამისად თვის ბოლოს გადაინაცვლებს.

ეკონომიკური სამსახურის უფროსმა თამთა ტეფნაძემ ისაუბრა ევროკავშირის ინიციატივის - „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ პროგრამის ფარგლებში შექმნილ პარტნიორობაზე და აღინიშნა, რომ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების პროცესი აქტიურ ფაზაში შედის.


მერმა სამსახურების ხელმძღვანელებს კონკრეტული დავალებები მისცა და პრობლემურ საკითხებზე დროულად რეაგირების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930