გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კასპში კელაპტრიშვილის ქუჩის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

2-03-2020

ქალაქ კასპში კელაპტრიშვილის ქუჩის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო, რომელიც    2018 წელს მოასფალტებული გრიშაშვილის ქუჩის გაგრძელებაა და  იგოეთი-კასპი-ახალქალაქის შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას უერთდება. ქუჩაზე 2018-2019 წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები - სასმელი წყლის და საკანალიზაციო სისტემები.


პროექტი ითვალისწინებს 1 068 გრძივ მეტრზე, ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, რ/კ ბეტონის ღარების, ეზოში  შეასვლელების, გზასთან მისასვლელების და საგზაო ნიშნების მოწყობას. გზა ადაპტირებულია შშმ პირთა გადაადგილებისთვის.


კეთილმოწყობილი გზით ადგლობრივი მოსახლეობის გარდა, ისარგებლებენ ქუჩაზე მდებარე  „მაცხოვრის“ სახელობის ეკლესიაში მიმსვლელები.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდრში გამარჯვებული შპს „დინ გრუპი“ ახორციელებს და რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიე ფინანსდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930