გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 5 ადამიანი შეიყვანეს - ისინი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან ჩამოვიდნენ

2-03-2020

ინფექციურ საავადმყოფოში დამატებით 5 ადამიანი შეიყვანეს. ისინი რამდენიმე დღის წინ იტალიიდან ჩამოვიდნენ. აღსანიშნავია, რომ საავადმყოფოს ხუთივე მათგანმა საკუთარი ნებით მიმართა. ექიმების ინფორმაციით, პრევენციის მიზნით მათი მონაცემები ლუგარის ლაბორატორიაში იქნება გადაგზავნილი.

"დილიდან 5 არის შემოსული. საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. რაიმე მნიშვნელოვანი ჩივილები არ გააჩნიათ.

დაინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა არცერთის არ შეცვლილა, დამაკმაყოფილებელია. ტემპერატურა არ აქვთ," - განაცხადა ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.

კორონავირუსის 3 დადასტურებული და 171 შესაძლო შემთხვევა - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში კვლავ უცვლელია. სახელწიფო უწყებები და სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აყვნენ პანიკას. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031