კორონავირუსი საუდის არაბეთის მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ირანიდან ბაჰრეინის გავლით შევიდა ქვეყანაში.
ამჟამად პაციენტი იზოლირებულია ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც მას მკურნალობა უტარდება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა მათგანი, ვისაც ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი, იდენტიფიცირებულია. მათ უკვე გაუკეთდათ კვლევები და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, დაინფიცირებულთა ოდენობამ კი 90 000-ს გადააჭარბა.