გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედიის ინფორმაციით, რომის პაპს კორნონავირუსი არ აღმოაჩნდა

3-03-2020

რომის პაპმა კორონავირუსით ინფიცირებაზე შემოწმება გაიარა, რამაც უარყოფითი შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Il Messaggero ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომის პაპს, რომელიც გაციების გამო რამდენიმე დღე საჯარო შეხვედრებს არ ესწრებოდა, კორონავირუსით ინფიცირება არ გამოუვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ვატიკანში კომენტარი არ გააკეთეს.

ოთხშაბათს ვატიკანის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ფრანცისკე შეუძლოდ გახდა. იტალიაში კორონავირუსის აფეთქების ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაპს შესაძლოა კორონავირუსი აქვს, თუმცა გუშინ ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 1 000 დადასტურებული შემთხვევაა. ინფექციამ ქვეყანაში 29 ადამიანი იმსხვერპლა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

imedinews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930