გაიგე განსხვავებული

შაბათი, ივლისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება უახლოეს დღეებში მოხდება

13-03-2018

„ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, არსებობს მოლოდინი კონსტრუქციული მიდგომისა და იმისა, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ოჯახისთვის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის გადმოცემა.


„ჩვენი მოლოდინია, რომ მიდგომა იქნება კონსტრუქციული. პასუხისმგებლობა ეკისრება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე რუსულ მხარეს, იმიტომ, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებს როგორც ცხინვალის რეგიონში, ასევე აფხაზეთში.


შესაბამისად, მთლიანად პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით ეკისრება რუსულ მხარეს, რომელიც არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სრული კონტროლის განმახორციელებელი მხარე. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია აქ, რომ იქნება კონსტრუქციული მიდგომა და ამ კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე უნდა გადაიჭრას ეს საკითხი. მე დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა ოჯახისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031