გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოფო კილაძემ ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისული ცენტრი მოინახულა და ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

3-03-2020

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ცენტრის ბენეფიციარებს ის საკანონმდებლო ცვლილებები და ინიციატივები გააცნო, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობასთან და ფემიციდთან საბრძოლველად საქართველოს პარლამენტმა მიიღო.


თავის მხრივ, ქალბატონებმა სოფო კილაძეს სხვადასხვა პროექტების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს და პროფესიული გადამზადებაში და დასაქმებაში დახმარება ისურვეს.


“მოხარული ვარ, რომ  დედის დღე მათთან ერთად გავატარე და მცირედით გავახარე. მათ ნამდვილად სჭირდებათ   გვერდში დგომა და გაძლიერება. დღესდღეობით სამწუხარო რეალობა გვაქვს, ყოველდღიური სახე მიიღო ქალებზე ძალადობამ და ფემიციდმა. ყოველდღიურად მზარდია  მოთხოვნა ასეთი ცენტრების მიმართ, თუმცა ჯერ კიდევ ბევრმა ქალმა არ იცის, რომ სახელმწიფო  მათ სთავაზობს ანონიმურ ცხელ ხაზს, თავშესაფრებს და  სარეაბილიტაციო ცენტრებს.  ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ როგორც  საკანონმდებლო დონეზე ასევე პრევენციის მიმართულებით, რათა ეს შემზარავი სტატისტიკა შევამციროთ“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

საქართველოს მაშტაბით ამ ეტაპზე ძალადობის  მსხვერპლთა მომსახურების  5 კრიზისული ცენტრი და 5 თავშესაფარი ფუნქციონირებს. ნებისმიერ ადამიანს კი შეუძლია ისარგებლოს უფასო საკონსულტაციო ცხელი ხაზით 116 006.​

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930