3-03-2020
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის ნიკოლო ფაშინიანის საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზოჰრაბ მნაცაკანიანს შორის.
შეხვედრის ფარგლებში მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, მათ შორის პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთაშორის კავშირების გაღრმავების მიმართულებით. მინისტრებმა პოზიტიურად შეაფასეს სომხეთის-პრემიერ მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც დაისახა ორმხრივი პარტნირობის განვითარების გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.
საუბარი შეეხო ორი ქვეყნის თანამშრომლობას მრავალმხრივ ფორმატებში. მინისტრებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. მათ შორის ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხზე ორი ქვეყნის წარამატებულ და კოორდინირებულ თანამშრომლობაზე.
მინისტრები შეთანხმდნენ ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურ მუშაობაზე, მათ შორის კონკრეტული ინიციატუვების ფარგლებში. გაფორმდა თანამშრონლობის მემორანდუმი ამ სფეროში.
საგარეო საქმეთა მინისტრებმა კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის პოზიტიური დინამიკით და გამოთქვეს მზაობა მომავალშიც შენარჩუნონ მჭიდრო კონტაქტები.