2-03-2020
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების მართვისა და დაგეგმვის ჯგუფი ორგანიზაციულ დახმარებას სთავაზობს უწყების იმ ბენეფიციარებს, რომელთაც კონკრეტული ბიზნეს პროექტები, ბიზნეს იდეები და წინადადებები აქვთ.
მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის, მცირე მეწარმეობისა და ტურიზმის სფეროში გულისხმობს: შესაბამისი ბიზნეს-გეგმისა და საჭირო დოკუმენტაციის სრული პაკეტის მომზადებას და, ასევე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან შუამდგომლობის გაწევას დაფინანსების მოსაპოვებლად.
დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ, მიმართონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.
მისამართი: ვ. გორგასლის შესახვევი 12ა.
პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფი. ტელ: 577 18 28 13