4-03-2020
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მზად არიან, განსაზღვრული ნაბიჯები გადადგან და კომპრომისზე წავიდნენ.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ არის ნათელი რა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა.
„ჯერჯერობით არ არის ნათელი რა იქნება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შეთანხმების შესაძლებლობა. ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური ხელმძღვანელობა ორივე მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მზად არის, რომ განსაზღვრული ნაბიჯები გადადგას და კომპრომისზე წავიდეს“, - განაცხადა ჰარცელმა.